|
2023-04-24 20:54:56, 1229 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 12 რეკომენდაციას პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით
ჩვენ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით 12 რეკომენდაციას, ამ პროცესს ივნისის სესიის დასრულებამდე ბოლომდე მივიყვანთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მისივე თქმით, ამა წლის დეკემბერში ქვეყანა და ხელისუფლება 100 პროცენტით მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხოლო როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი ეს მათი საქმეა. "ევროპელ კოლეგებს გავუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შესრულებას ეხება. ვისაუბრებ, რა როლი შევიტანეთ ამ ყველაფერში. ასევე, ვისაუბრებთ ამ პროცესებში ოპოზიციის სხვადასხვა ფრთის ჩართულობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი კოლეგები და პარტნიორები მთლიანად ინფორმირებული იყვნენ, რადგან ეს ინფორმაციები, საბოლოო ჯამში, უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის გარშემო საბოლოო მოსაზრების ჩამოყალიბების, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის მინიჭების საფუძველი. ჩვენ პირნათლად და ზედმიწევნით ვასრულებდით 12 რეკომენდაციას, ამ პროცესს ივნისის სესიის დასრულებამდე ბოლომდე მივიყვანთ. აქედან გამომდინარე, ქვეყანა და ხელისუფლება ყველანაირად დაიმსახურებენ კანდიდატის სტატუსს დეკემბერში. 50/50-ზე არის შანსი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს რომ იყოს ტექნიკური გადაწყვეტილება, ჩვენ 100 პროცენტით მზად ვიქნებოდით და ვიქნებით დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება ყოველთვის არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის სუბიექტური გადაწყვეტილება, რომელიც დამოკიდებულია გლობალურ და პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ ღირს. საქართველო თავიდან ბოლომდე მზად იქნება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა როგორი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს ევროკავშირის საქმეა", - განაცხადა კობახიძემ.
ისტორიაში პირველად, SpaceX-მა ორბიტიდან დაბრუნების შემდეგ Starship-ის კოსმოსური ხომალდი დაიჭირა
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



