|
2023-04-24 12:18:15, 1601 ნახვა
საზოგადოება
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო - საგარეო
სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, როგორც კომპანიებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან. „როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი ხართუმში, სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი სამშობლოში უკვე დაწყებულია. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნდება. მუდმივ კავშირზე, კომუნიკაციაში ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან ხართუმში“, - ამბობს ხვთისიაშვილი. ცნობისთვის, სუდანში, სადაც ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს, საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფება. დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზავი დაირღვა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ზავი 21 აპრილს მეორედ დაიდო. დაპირისპირებული მხარეები 72 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე იყვნენ შეთანხმებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)