|
2023-04-24 09:44:11, 1535 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენთვის შეუძლებელია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან ეს ბრძოლის ფრონტის გაფართოებას დაეხმარება
ჩვენთვის შეუძლებელია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან ეს ბრძოლის ფრონტის გაფართოებას დაეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ Al Arabiya-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, თუ რუსული ჯარები ქალაქს დაიკავებენ, ეს შეიძლება გახდეს დონეცკის ოლქის ქალაქების - კრამატორსკისა და სლავიანსკის წინააღმდეგ შეტევისთვის. „ჩვენთვის შეუძლებელია ბახმუტზე უარის თქმა, რადგან ეს ბრძოლის ფრონტის გაფართოებას დაეხმარება და რუსეთის ძალებს და "ვაგნერს" მისცემს შანსებს, დაიპყრონ ჩვენი მიწები. თუ რუსეთი დაიპყრობს ბახმუტს, ის წინ წავა ორ დიდ ქალაქში: კრამატორსკსა და სლავიანსკში",- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის ნათელია. შეგახსენებთ, რომ ბახმუტში რუსულ კერძო სამხედრო კომპანია Wagner-ის წინააღმდეგ რამდენიმე თვეა სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)