|
2023-04-23 15:59:30, 1204 ნახვა
საზოგადოება
ყურაშვილი აქონდროპლაზიის მკურნალობაზე - ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი ცოდნა, არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ სწრაფად
ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი რამაზ ყურაშვილი ამბობს, რომ „ვოსორიტიდი“ სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს, თუმცა, გავლენას არ ახდენს აქონდროპლაზიის თანმდევი დაავადებების მკურნალობაზე. მისი განცხადებით, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წამალმა, გრძელვადიან პერსპექტივაში. „ეს გენეტიკური დაავადებაა და ახასიათებს ზრდაში ჩამორჩენა, კიდურები არ იზრდება. ამასთან დაკავშირებით, მათ ინტელექტუალურად არანაირი ჩამორჩენა არ აქვთ, ფიზიკური მონაცემებითაც კი. ამ ყველაფრის მოვლას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება და არცერთი ნაბიჯი არ უნდა გადავდგათ სწრაფად, მით უმეტეს, ეს დაავადება ადამიანებს არ კლავს და ფორსირება იმისი, რომ მაინც და მაინც ხვალ დავიწყოთ, არ იქნება სწორი. ამ დაავადებას ისედაც 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიჩქაროთ, გონივრული უნდა იყოს ყველაფერი. ამ ძირითადი პრეპარატის გარდა, საჭიროა კიდევ სხვა პრეპარატები იმიტომ, რომ სხვა ფუნქციაც შეიძლება გამოვლინდეს, ან უკვე არის არსებული ფუნქცია, რომელსაც შველა სჭირდება. ეს ყველაფერი გააზრებული უნდა იყოს აქონდროპლაზიის თერაპიასთან დაკავშირებით. სიტყვა ინტენსიური აქ არ უნდა ვიხმაროთ, უნდა ვიხმაროთ სიტყვა გონივრული. რა საკვირველია, პროფესიონალები გონივრულ ნაბიჯებს გადადგამენ, ეჭვიც არ მეპარება, ვინაიდან მომზადება და ენთუზიაზმი, რაც ახალი პრეპარატის მიმართ, საზოგადოებას და ჯანდაცვის წარმომადგენლებს აქვთ, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი პრეცედენტი", - განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)