|
2023-04-23 10:58:29, 1639 ნახვა
სამართალი
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ევროპაში ფეხბურთელი რატი ალექსიძე დააკავეს - ფორმულა
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინტერპოლმა, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რატი ალექსიძე დააკავა. ალექსიძის დაკავება დიდი ფულის, შესაძლო თაღლითური გზით მითვისების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ უცხო ქვეყნის საზღვარზე მოხდა, როცა ალექსიძე მეუღლესთან ერთად შვილს საფეხბურთო ბანაკში მიყვებოდა. შაბათის ფორმულას წყარო უყვება, რომ ფეხბურთელს ინტერპოლი ეძებდა - საპასპორტო კონტროლზე მას მესაზღვრეებმა ქუდის მოხდა მოსთხოვეს - მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ, რომ საზღვრის გადაკვეთას რატი ალექსიძე ცდილობდა, ის დააკავეს. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ალექსიძე საერთაშორისო გამოძიების შედეგებს გერმანიის ციხეში ელოდება. ფეხბურთელის ოჯახი და მისი ინტერესების დამცველი კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ რატი ალექსიძე დაკავებულია. ალექსიძე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქვისლი და თბილისის მერის კახა კალაძის ახლო მეგობარია. შაბათის ფორმულას წყაროს თქმით, დაკავების შემდეგ ალექსიძის ოჯახმა დასახმარებლად, ახლო ნათესავს - ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართა. ფეხბურთელისა და თავდაცვის მინისტრის მეუღლეები დები არიან. ჯუანშერ ბურჭულაძის კავშირებზე ქოლცენტრებთან ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ კიდევ გასულ წელს საპარლამენტო ტრიბუნიდანაც საუბრობდნენ. დიდი ფინანსური მაქინაციების, შესაძლო, შავი ტრანზაქციებისა და ე.წ. ქოლცენტრებით ფულის გათეთრების სქემა თავდაცვის მინისტრისთვისაც არის ცნობილი. საერთაშორისო გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ რატი ალექსიძის კვალმა ქოლცენტრების საქმეში, შესაძლოა, ქართული ოცნების გენერალურ მდივან კახა კალაძეზე გაიყვანოს. ამასთან, საერთაშორისო გამოძიება, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შესაძლო თაღლითობის საქმეში ქართული ოცნების მაღალჩინოსნების კვალს ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ჯერ დაზუსტებული არ არის, თაღლითური სქემა აქტიურად მუშაობს აფრიკის კონტინენტზე და შესაძლოა მას სწორედ ქართველი მაღალჩინოსანი მფარველები ჰყავდეს. საერთაშორისო გამოძიებაში, რომელიც ევროჯასტის ქოლგის ქვეშ რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად მიმდინარეობს, საქართველოს პროკურატურაცაა ჩართული. 2021-2022 წლებში ე.წ. ქოლცენტრების წინააღმდეგ მათ არა ერთი სპეცოპერაცია ჩაატარეს, დაილუქა ოფისები ნუცუბიძის ქუჩაზე, ასევე შარტავაზე, ვაჟა ფშაველასა და სხვა ქუჩებზე - დააკავეს ათეულობით პირი. არცერთ ამ შემთხვევაში გამოძიებას ქოლცენტრების მფლობელებისა და მათ უკან მდგარი პირების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ბრალდებულების ადვოკატებთან საუბრის დროს გაირკვა, რომ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებულების უმეტესობა გირაოს სანაცვლოდ ან საპროცესო შეთანხმების საფუძველზეა გათავისებული. თავად ორგანიზატორები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)