20:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-22 18:45:12, 1667 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სანქციები დაუწესა

უკრაინამ რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

მათი ცნობით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25 რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის მოქალაქე, 2 ირანის მოქალაქე, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით.

სანქცირებული კომპანიების უმრავლესობა რადიოელექტრონიკისა და კავშირის სფეროს ეხება.

იურიდიულ პირებს შორის არის რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია და რუსული პოლიტიკური პარტიები - რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, „ერთიანი რუსეთი,” „ახალი ხალხი” და „სამართლიანი რუსეთი.” სანქციები 10 წლის ვადით არის მიღებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics