21:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 14:53:51, 1939 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა

კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანიდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, დახმარების პაკეტი 40 ცალ სნაიპერულ შაშხანას, Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის განკუთვნილ 16 რადიოსადგურს და NATO-ს მიერ შექმნილ კიევის დახმარების ფონდში კონტრიბუციას მოიცავს.

"დღეს კანადის მიერ გამოცხადებული შემოწირულობები და მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას მიაწოდოს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- განაცხადა ანიტა ანანიდმა.

მისივე თქმით, კანადის მიერ გამოგზავნილი Leopard 2-ის ტანკები უკვე პოლონეთშია, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს კანადელი ინსტრუქტორები ამ ტექნიკის მართვას ასწავლიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის კიდევ 55 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც ქვეყანას მომავალი ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics