|
2023-04-21 13:52:26, 868 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის შესაბამის ინსტიტუციებთან აქტიურად თანამშრომლობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ლევან უჯმაჯურიძემ საერთაშორისო პერსონალთა გაცვლის 21-კონფერენციაში და რამდენიმე სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ქ. ვუჰანსა და ქ. შენჭენში გამართულ სიმპოზიუმებზე ლევან უჯმაჯურიძემ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება საერთაშორისო ურთიერთობებსა და ერთობლივ პროექტებზე გაამახვილა. "აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი კვლევითი დაწესებულებები და ინსტიტუციები წლების განმავლობაში წარმატებულად თანამშრომლობენ. ქ. შენჭენის საერთაშორისო ცენტრის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიეწოდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)