|
2023-04-21 12:35:52, 1020 ნახვა
საზოგადოება
„გადადეს კლანი“ - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, სასამართლო კლანის სისტემიდან ჩამოშორების მოთოვნით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ძირითადი მოპთხოვნაა, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანისგან და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. აქციის ორგანიზატორების განცხადებითვე, მსგავს აქციებს მომავალში პერმანენტულად გამართავენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხაზი ჩვენი დასავლური მომავლისთვის გადის სასამართლო ხელისუფლებასთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქცირება იყო პოლიტიკური მესიჯი, გარდა სამართლებრივი აქტისა, როდესაც გყავს სასამართლო კლანი, რომელიც პირდაპირ პოლიტიკურ დირექტივებს იღებს და შექმნილი აქვს კორუმპირებული სისტემა - ვერ გახდები დასავლური ოჯახის წევრი. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის სასამართლო ხელისუფლების გამჭირვალობა, სამართლიანობა და პოლიტიკური დირექტივებისგან თავისუფლება. ამ ადამიანების ხელში ასეთები ვერ ვიქნებით, იმიტომ, რომ როგორც ივანიშვილის „დეივანიშვილიზაციაა“ მნიშვნელოვანი ჩვენი დასავლური მომავლისთვის, ისე ჩინჩალაძის, მურუსიძის და შენგელიას გასტუმრებაც უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებდი მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, თუ არ გსურთ, რომ მომდევნო სანქცირების ობიექტი გახდეთ თქვენ, უნდა მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რაც არ უნდა პოლიტიკური მიჯაჭვულობა გქონდეთ ოლიგარქიულ რეჟიმთან“,- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)