|
2023-04-21 09:31:55, 808 ნახვა
საზოგადოება
ტატუნაშვილის დედა სტრასბურგზე - იმედი მაქვს სამართალი აღდგება და დამნაშავეები დაისჯებიან
იმედი მაქვს სამართალი აღდგება და დამნაშავეები დაისჯებიან,- ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დედა, რუსუდან ტატუნაშვილმა განაცხადა. რუსუდან ტატუნაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორისო საჩივარი დასაშვებად ცნო. "წლებია ველოდებით ამ სასამართლოს და იმედი მაქვს სამართალი აღდგება და სამართალი გაიმარჯვებს და ის დამნაშავეები დაისჯებიან. აქ კი გამოუტანს განაჩენი, დაუსწრებლად, უვადო პატიმრობა, მაგრამ იმათ არავინ არ დააკავებს იქ. ჩემი შვილი უდანაშაულო იყო და ოსებმა აწამეს სამშობლოს სიყვარულის გულისთვის. აიძულებდნენ, რომ ეთქვა ვითომ ტერორისტი იყო, შესული იყო იქ რომ პუტინის არჩევნები ჩაეშალა, რადგან გარიგებაში არ შევიდა იმათთან და არ ითანამშრომლა იმათთან, იძულებულები გახდნენ ეწამებინათ",- ამბობს რუსუდან ტატუნაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, გუშინ 20 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად ცნო და წარმოებაში მიიღო სახელმწიფოთაშორისო საქმე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ". საქმე ეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებთან ადამიანთა უფლებების სიტუაციის გაუარესებას, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულების ჩადენას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)