|
2023-04-20 23:56:51, 1580 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯო ბაიდენს უკრაინის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს
რესპუბლიკელმა სენატორებმა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა მოამზადეს ერთობლივი წერილი, რომლითაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, რომ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული პრავდა" ავრცელებს. წერილის ხელმომწერები ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ე.წ ტრამპისტები არიან. ღია წერილში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მეორე წელია მიმდინარეობს, მაგრამ დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია, არსებული ომი კი შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი სტრატეგია - მუდმივი დახმარება და სანქციები - იწვევს ესკალაციას და ზრდის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს. „ომის მეორე წელი დაიწყო, მაგრამ დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია. მარიონეტული ომი რუსეთთან უკრაინაში არ შედის შეერთებული შტატების ინტერესებში და ესკალაციის საფრთხეს ქმნის, რომელიც შეიძლება, უკონტროლო გახდეს“, - ნათქვამია წერილში.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)