|
2023-04-20 20:12:08, 786 ნახვა
პოლიტიკა
გვრიტიშვილი - ვხედავთ მიზანს, რომ სისტემიდან მოხდეს იმ მოსამართლეების განდევნა, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტს ვიცავთ
ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია უსაფუძვლოა, ვხედავთ მიზანს, რომ სისტემიდან მოხდეს იმ მოსამართლეების განდევნა, რომლებიც ვიცავთ საქართველოს სუვერენიტეტს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. როგორც დიმიტრი გვრიტიშვილი აღნიშნავს, მოსამართლეები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი, რაც საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ განხორციელდა ერთგვარი სპეცოპერაციაა, რაც წლების განმავლობაში წარმოებული ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს. „ფორმალურადაც ავანსცენაზეა გამოსული ელჩი და ამერიკული მხარე ფაქტობრივად შანტაჟის მდგომარეობაში ამყოფებს ხელისუფლებასაც. მისი განცხადება, რომ აი, ახლა გაქვთ შესაძლებლობა, გამოიძიოთ კორუფციული ბრალდებები და თქვენ უნდა დაამტკიცოთ ერთგულება იმ პროცესის მიმართ, რომ ებრძვით კორუფციას, არის ოქსიმორონი. აშშ-ის ელჩი ბრძანდება იურისტი და ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ მტკიცების ტვირთი არის ბრალმდებელზე. მხარეს, რომელიც გააჟღერებს უმძიმეს ბრალდებას და მიიღებს სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებას, სულ მცირე იმის ვალდებულება ეკისრება, რომ რაღაცა მტკიცებულებები წარმოადგინოს. ბუნდოვნად რაღაც აბსტრაქტულ ინფორმაციაზე მითითება მსგავსი ბრალდების წარსადგენად და დასანქცირების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად არ არის საკმარისი. შენ თუ აცხადებ, რომ მოქმედებ როგორც პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო, ორმაგი სტანდარტია, როდესაც შენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აკეთებს განცხადებას, რომ აშშ-ს კონკრეტული თანამდებობის პირი, ასევე მეორე კონკრეტული თანამდებობის პირის, ელჩის დავალებით, სთხოვს მოსამართლეს ანგარიშს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მაშინ ამერიკულ მხარესაც უნდა გაუჩნდეს ობიექტური ინტერესი, საკუთარი წარმომადგენლების ქმედებების კანონიერება გამოიკვლიოს. თუნდაც იგივე საგამოძიებო კომიის შექმნით, რასაც პარლამენტისგან ითხოვენ. მეორე ფაქტი – აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც დღესაც აქვს მრავალმილიონიანი მხარდაჭერა აშშ-ში და ოპოზიციური კანდიდატია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, აცხადებს, რომ სასამართლო, მის საქმესთან მიმართებაში და ზოგადადაც, არის პოლიტიზირებული, კორუმპირებული, რატომ არ არის მიჩნეული მისი ეს განცახდება „სანდო ინფორმაციად“, რათა აშშ-ში დადგეს საამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ეს მიდგომები გვაძლევს დასკვნის საფუძველს, რომ სახეზეა ორმაგი სტანდარტით მოქმედება“, - განაცხადა გვრიტიშვილმა. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)