|
2023-04-20 11:31:21, 838 ნახვა
საზოგადოება
რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა
რიკოთის ავტობანზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას ითხოვენ. მათი განცხადებით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ. “აუცილებლად 8-საათიანი სამუშაო პირობები გვინდა და 50 ლარი. 33 ლარი გვაქვს 9-საათიან სამუშაოზე ამ წუთში. ვითხოვთ 8-საათიან სამუშაოს. 12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა. უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული. ძალიან რთულ მონაკვეთზე ვმუშაობთ, არის მეწყრული ზონები, როცა დაგვიძახებენ უპრობლემოდ მოვდივართ რომ არ გაჩერდეს მგზავრობა და გზა არ დაიკეტოს. ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის, პრობლემას ქმნის თვითონ კომპანია, 33 ლარზე ამხელა მანქანაზე არავინ მუშაობს",- განაცხადა ერთ-ერთმა დასაქმებულმა "მთავარ არხთან" საუბრისას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)