|
2023-04-20 09:44:47, 1482 ნახვა
ომი უკრაინაში
კლიჩკო - კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე, მაგრამ ახლა ბევრად უკეთ არის დაცული
კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე, მაგრამ ახლა ბევრად უკეთ არის დაცული, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. კლიჩკოს თქმით, ხელისუფლებამ კიევის აგრესიისგან დაცვის დეტალური პროგრამა შეიმუშავა. "კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე. კიევი არის გული, კიევი არის დედაქალაქი. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვჭვრიტოთ სხვადასხვა სცენარი, თუნდაც ყველაზე უარესი, რომ თუ ვინმეს შეუძლია და სურს, შეუძლია - ეს დიდი კითხვაა, სურს კიდევ ერთხელ შეუტიოს კიევს, რათა კბილებში დავარტყათ, შემიძლია ასე ვთქვა. კიევი ახლა ბევრად უფრო დაცულია, ვიდრე ერთი თვის წინ, ვიდრე ექვსი თვის წინ, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ერთი წლის წინ. ახლა არის კონტროლის სისტემა, საგუშაგოების სისტემა, თანამედროვე იარაღი და უკვე ჩვენი შეიარაღებული ძალები გაცილებით ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინათ. ისინი მზად არიან, შეიარაღებულნი არიან და ასევე შემუშავებულია კიევის აგრესიისგან დაცვის უფრო დეტალური პროგრამა", - ამბობს კლიჩკო.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)