|
2023-04-20 09:25:50, 1523 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას ცის დასაცავად სერიოზული იარაღი აქვს
უკრაინას, საკუთარი ცის დასაცავად, უკვე ძალიან სერიოზული იარაღი აქვს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტისთვის, რომელიც 19 მარტს გამოცხადდა და რომელიც HIMARS-ის რაკეტებსა და საავიაციო საბრძოლო მასალებს მოიცავს. "საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა იარაღი ცის დაცვისთვის ჩვენ უკვე გვაქვს, აქ - უკრაინაში, ძალიან სერიოზული [იარაღია]. თუმცა უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება კიდევ უფრო მძლავრი [იარაღიც]. ასევე მადლობა ყველას [სამხედროებს], ვინც თავის ზუსტი მიზნით და სისწრაფით უზრუნველყოფს იმ იარაღის ეფექტურ გამოყენებას, რომელიც სახელმწიფოს გამოუჩნდა",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 19 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ უკრაინამ გერმანიიდან კიდევ ერთი IRIS-T კომპლექსი მიიღო.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)