|
2023-04-19 17:35:39, 850 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი - არანაირი შეცდომა არ დაშვებულა, აშშ დარწმუნებულია, რის საფუძველზე დააწესეს სანქციები
მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი შეცდომა არ დაშვებულა, შეერთებული შტატები ღრმად დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაუწესეს სანქციები ამ 4 ადამიანს,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანის თქმით, არასდროს არის სასარგებლო, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. "შეერთებული შტატები ყოველთვის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივიდნენ პარლამენტში და აკეთონ მნიშვნელოვანი საქმე ქართველი ხალხისთვის პარლამენტში, სწორედ ამიტომ არის შექმნილი ეს ინსტიტუტი. არასდროს არის სასარგებლო, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციული ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რომლის შესახებაც დიდი ხანია ცნობილია. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი შეცდომა არ იქნა დაშვებული, შეერთებული შტატები ღრმად დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაუწესეს სანქციები ამ 4 ადამიანს, კორუფციული საქმიანობისთვის. ჩატარდა საფუძვლიანი მიმოხილვა, შეგროვდა ინფორმაცია, რომელთა უმეტესობა საჯარო და ხელმისაწვდომია. შემდეგ გაემგზავრა სახელმწიფო მდივანს, მან კი მხარი დაუჭირა ამ სანქციებს, რადგან დარწმუნებული ვართ მის საფუძვლებში",- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



