|
2023-04-19 16:49:35, 778 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა ღასან ხალილთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალური კეთილდღეობისთვის გადადგმული ნაბიჯები და ერთობლივი აქტივობები შეაფასეს. „უწყების ხელმძღვანელმა, ღასან ხალილს, საქართველოში, ბავშვების განვითარებასა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენელმა მადლიერება გამოხატა, ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში გაწეული ძალისხმევისთვის. შეხვედრას გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი თაკო უგულავა ესწრებოდა. ღასან ხალილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის პოზიციაზე 5 წელი მუშაობდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)