|
2023-04-19 13:47:03, 776 ნახვა
საზოგადოება
პროგრამა „სოფლის ექიმის" ხელმძღვანელი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლის ექიმებს შეხვდა
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის პროგრამა „სოფლის ექიმის" ხელმძღვანელი მინდია ღლონტი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის სოფლის ექიმებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმები, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. „სოფლის ექიმის" ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტელემედიცინის პროგრამასაც. როგორც მინდია ღლონტმა აღნიშნა, ტელემედიცინის პორტატიული აპარატი უკვე დამონტაჟებულია გურიის რამდენიმე ამბულატორიაში. წლის ბოლომდე კი, პროექტი, ქვეყნის მასშტაბით, 50 ამბულატორიაში ამოქმედდება, რაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინდია ღლონტმა სოფლის ექიმებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)