|
2023-04-18 15:28:19, 1736 ნახვა
სამართალი
ოკუპირებულ ცხინვალში შშმ პირის მკვლელობისთვის „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი დააკავეს
დროებით ოკუპირებულ ცხინვალში 38 წლის შშმ პირის, სოსლან ვალიევის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სიუკაევი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ekho Kavkaza ავცრელებს. გამოცემის ცნობით, სიუკაევი "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. "გიორგი სიუკაევი ვაგნერელებთან მოხვდა საპატიმროდან, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რაც 2014 წელს, დონბასში სამხედრო მოქმედებების დროს ჩაიდინა, სადაც სავარაუდოდ, სამხრეთ ოსეთიდან მოხალისის სახით იყო წასული. აქამდე ის, სრულიად ახალგაზრდა, 2008 წლის ომშიც მონაწილეობდა",- წერს ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი სიუკაევზე. გარდა ამისა, დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ დამნაშავე, გიორგი სიუკაევი ცხელ კვალზე დააკავეს. ამასთან, დაკავებამდე დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა სპეციალური სხდომა ჩაატარა, სადაც სიუკაევის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრა. "სამწუხარო რამ მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მასთან მიდის, აუცილებელია მისი მიწიდან ამოთხრაც კი. ყველა, ვინც შესაძლოა მას მალავდა, მალავდა მის ავტომობილს, ყველას დააკავებენ. თუ ხალხი საკმარისი არ იქნება, სახელმწიფო სამსახური და სპეციალური დანიშნულების მობილური დანაყოფიც (ОМОН) დაგეხმარებათ. ეს რეზონანსული საქმეა",- განაცხადა გაგლოევმა. ცნობისთვის, გეორგი სიუკაევმა 38 წლის სოსლან ვალიევი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. ის ადგილობრივ საავადმყოფოში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
დანიამ რუსეთი დანიური იარაღის მწარმოებლების წინააღმდეგ დივერსიული კამპანიის დაწყებაში დაადანაშაულა
პენტაგონი ირანზე შუალედური არჩევნების წინ დარტყმების შესაძლო გეგმებს ამუშავებს
უკრაინამ დაბომბა გაზპრომის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ბაშკორტოსტანში
უკრაინამ რიაზანის რეგიონში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)