09:31 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-18 09:31:27, 815 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე - ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული, ეს იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება

„დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება. რა თქმა უნდა, ეს კეზერაშვილის პასუხისმგებლობაა. ამას მე ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ, ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

"დღემდე ვერ გამოვასწორეთ ჩვენი უწყების ფინანსური ანგარიშგება ზუსტად ამ უპასუხისმგებლო და ძარცვის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. კიდევ ასობით მილიონია დებიტორულ დავალიანებაში. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვახდინოთ იდენტიფიცირება, რომელი იყო არაკომპეტენტურობით და რომელი ყაჩაღობით გამოწვეული“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით: „ამას ბიუჯეტის ქურდობას ვერ დავარქმევ. ეს არის ბიუჯეტის ორგანიზებული ყაჩაღობა. მათ შორის, შეიძლება დამატებით იყოს ისეთი საქმე, რომელიც გამოწვეულია ისევ ძარცვის შედეგად. ჩვენ ვცდილობთ მოვიძიოთ დოკუმენტები საქმეებზე, შესყიდვებზე და ჩამოვწეროთ დებიტორული დავალიანებიდან. თუმცა, არ არის გამორიცხული, მათ შორის იყოს კიდევ ორგანიზებული დანაშაული. ეს არ არის ერთი პირის მიერ განხორციელებული დანაშაული და ქურდობა, ეს არის სახელმწიფოს ძარცვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელიც იყო იმდროინდელი ხელისუფლება“.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics