06:48 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-15 17:04:31, 1235 ნახვა

საზოგადოება
გიული ალასანია ზელენსკიზე - ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას, ძალიან ვაფასებ და მადლობელი ვარ

ძალიან დასაფასებელია, ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას, ძალიან მადლობელი ვარ და ვაფასებ, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საკითხის ირგვლივ ეთიკური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდა.

გიული ალასანიას თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზუსტად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც უკრაინის ერთგული მეგობარია და უკრაინის კეთილდღეობისთვის ყველაფერ გააკეთებს.

"ძალიან დასაფასებელია, ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას. რა თქმა უნდა, ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან ვაფასებ. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იცის რისთვის აკეთებს. ზუსტად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც თავს დადებს უკრაინისთვის და ნამდვილად არის უკრაინის ერთგული მეგობარი", - განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics