|
2023-04-14 19:05:29, 1204 ნახვა
საზოგადოება
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მოსკოვის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია თავად ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა და კომპანიას აღნიშნული რეისებთან დაკავშირებით განაცხადი არ გაუკეთებია. "ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, "ვნუკოვოს" აეროპორტის საიტზე, მოსკოვი-საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისი გამოჩნდა, შემდგომ კი ცნობა წაიშალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)