|
2023-04-14 13:28:14, 1840 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 82 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მორიგი გაცვლა მოხდა. კიევმა 82 გმირის ცხედარი დაიბრუნა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცხედრების გადაცემა ჟენევის კონვენციის ნორმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვით განხორციელდა. "დღეს სახლში [უკრინაში] 82 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადმოასვენეს. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება რეინტეგრაციის სამინისტროსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისიის ოფისის დახმარებით და ძალოვან სტრუქტურებთან თანამშრომლობით მოხდა",- აცხადებენ სამინისტროში. სამინისტროს ცნობითვე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინამ 1 591 დამცველის ცხედრის დაბრუნება შეძლო. შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინამ 61 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი არ აკეთებს საკუთარი გარდაცვლილი ჯარისკაცების აღრიცხვას, რათა არ მოხდეს მათი სრული რაოდენობის დადგენა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)