|
2023-04-14 10:49:45, 1487 ნახვა
პოლიტიკა
ხუციშვილი - ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები კითხვის ნიშნებს არ ტოვებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებს Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსით ეხმაურება. „საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ტრადიციულად ძალიან დატვირთულია. ამ დროს იმართება შეხვედრები ყველა ჩვენს პარტნიორთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და ხდება შეჯერება სამომავლო გეგმებზე. არც ერთი შეხვედრა დახურული არ არის და ყველა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იდება ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე. ბუნებრივია, გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პარტნიორი ქვეყნებიდან. ცალსახად დადებითად შეფასდა ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მიღწეული შედეგები, რომელიც აღიარებულია უკლებლივ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. საქართველო ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, საბიუჯეტო დეფიციტის მკვეთრი შემცირებით, მთავრობის ვალის დონის (მშპ-სთან) შემცირების მასშტაბით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებით და ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებით. რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ, როგორც ჩანს შეგნებულად, ხორციელდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება ზემოთ აღნიშნულ შეხვედრებთან დაკავშირებით. აღნიშნული სიუჟეტები აგებულია სრულად ყალბ ინფორმაციაზე და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, საქართველოს მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით არასდროს არ ყოფილა კითხვის ნიშნები. ამ მხრივ, ღონისძიებები, რომელიც საქართველომ გაატარა, არანაირ კითხვის ნიშნებს არ ტოვებს და მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს ყველა შეხვედრაზე. თანამშრომლობის ისეთი მაღალი ხარისხი, რომელიც დღეს არის პარტნიორ ორგანიზაციებთან, არასდროს არ ყოფილა აქამდე. ფინანსთა სამინისტრო ორმხრივ შეხვედრებს აშშ-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან ახორციელებს რეგულარულად, მათ შორის სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო/წლიური შეხვედრების ფორმატში და გამონაკლისი არც მიმდინარე წელია. ყალბი ინფორმაცია დღეს ალბათ არავის უკვირს. თუმცა, მიმდინარე კვირის ფინანსთა სამინისტროს 30-ზე მეტი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი "შეირჩა" სიყალბის გასავრცელებლად! ამჯერად, ნამდვილად გააოცეთ ყველა სიყალბის მასშტაბით!" - წერს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



