17:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-14 09:01:23, 1124 ნახვა

საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ.

ქართველი მებრძოლის ცხედარს ჯერ თბილისში, სამების ტაძრის ეზოში მდებარე მცირე ტაძარში, შემდეგ კი,  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გადაასვენებენ.

მიხეილ მაზანაშვილი 31 მარტს უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან ჭურვის აფეთქების შედეგად დაიღუპა. 

შეგახსენებთ, გუშინ, 13 აპრილს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი დავით ქუჩუკიანიც ჩამოასვენეს. ქუჩუკიანი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან  იბრძოდა. ის 4 აპრილს ბახმუტთან შეტაკებას ემსხვერპლა. 

2022 წლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად სულ 42 ქართველი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics