|
2023-04-13 16:27:10, 1167 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და პორტუგალიას შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში პარტნიორობა ღრმავდება
პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის ცენტრს (JusticeHub), დიგიტალიზაციის სააგენტოსა და მოქალაქის სახლს ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები გაეცნენ სახელმწიფო სერვისების მიწოდების არსებულ მოდელსა და სისტემას, მათ შორის, ონლაინ ხელმისაწვდომ და დიგიტალიზებულ სერვისებს. ამასთან, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოსა და პორტუგალიაში საჯარო მმართველობის სისტემაში დანერგილი ელექტრონული ადმინისტრირებისა და ინოვაციების შესახებ. ციფრული მმართველობის სფეროში ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი, რომელიც დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)