|
2023-04-13 13:39:04, 1913 ნახვა
პოლიტიკა
კულება - 2008-ში უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარის მიხურვას, რუსეთმა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით უპასუხა
როდესაც 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარი მიხურა, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. კულებას თქმით, რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი "იალტის" კონფერენციის ჩატარება ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით. „საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა სასტიკ თავდასხმებს ერთმანეთის მიყოლებით. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ "საკუთარი სიმართლე", მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი "იალტის" კონფერენციის ჩატარება ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით“,- განაცხადა კულებამ. მისივე თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია. „დასავლეთს არ ჰქონდა თანმიმდევრული შავი ზღვის სტრატეგია, ხოლო რუსეთს ყოველთვის ჰქონდა: აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული. ყოველ ნაბიჯზე, რუსეთი იქ მოქმედებდა, სადაც დასავლეთი მოქმედებას ეჭვობდა. როდესაც 2008 წელს უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ს კარი მიხურა, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი მანიაკი ხდებოდა, მაგრამ ზოგიერთმა ლიდერმა გადაწყვიტა საუკეთესო სტრატეგია - გაეხარებინათ მანიაკი, მისი პოტენციური მსხვერპლების დაუცველად დატოვებით“,- დასძინა კულებამ.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



