|
2023-04-13 13:37:52, 1025 ნახვა
საზოგადოება
გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე - სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო
სრული სიცრუეა თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო. ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა რიკოთის მონაკვეთზე ბოლო დროს განვითარებული მეწყრული პროცესისა და ქვათაცვენის შესახებ განაცხადა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია „აეკომმა“ მოამზადა - რიკოთის მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთების პროექტები კი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, იტალიური კომპანიების, მათ შორის, „აიარდის“ მიერ არის მომზადებული. „პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ და ყველა პროცესი, მათ შორის, პროექტის, სამუშაოების და ზედამხედველობის შესყიდვა, ყველა ნაბიჯი, ყველა დეტალი თანხმდება ამ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მათივე ზედამხედველობით... ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“, - განაცხადა წერეთელმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია, თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს. „პროექტირების ეტაპზე, გეოლოგიური კვლევისთვის ტერიტორია დაახლოებით 250 ხიმინჯოვანი ბურღით გაიბურღა, რაც უპრეცედენტოა. არსებობს გეოლოგიური რუკა. შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები გაწერილია საპროექტო გადაწყვეტილებაში, რის მიხედვითაც მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის სამშენებლო პროცესი და როცა სამთო გზები კეთდება, ვმუშაობთ მთიან რეგიონში, ასეთი ინციდენტები შესაძლებელია მოხდეს. ჩვენ ვართ ფრთხილად იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ყველა შესაძლო ზიანი და მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება. სწორედ ამის გამო მოგვიწია რამდენჯერმე მოძრაობის გადართვა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, რომელიც 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 52 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ორჯერ აიკრძალა, მეწყერსაშიში პროცესებისა და ქვათაცვენის გამო.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)