13:58 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-13 12:05:41, 873 ნახვა

საზოგადოება
დაშტაფას ტერიტორიაზე მაგისტრალური არხის 500-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება

ქვემო ქართლში, სოფელ დაშტაფას ტერიტორიაზე, ეკალ-ბარდებისა და დანალექი გრუნტისგან მაგისტრალური არხის 500-მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.  

საქართველოს მელიორაციის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, არხში წყლის გადინება შეფერხების გარეშე მოხდება, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტში, 200  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

"საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები აპრილის შუა  რიცხვებში დასრულდება.

ამ ეტაპზე, საქართველოს მელიორაცია ქვემო ქართლის რეგიონში 15 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს,  რის შედეგადაც,  დამატებით, 2500 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, 900 ჰექტარზე კი, სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება", - ნათქვამია საქართველოს მელიორაციის ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics