|
2023-04-13 11:22:27, 1542 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - კრემლის „რუსიფიკაციის“ კამპანია თავად რუსეთის წინააღმდეგ ვითარდება
„რუსიფიკაციის“ კამპანია, რომლის განხორციელებასაც კრემლი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცდილობს, თავად რუსეთის ფედერაციას აზიანებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, პუტინის რეჟიმის ქმედებები ეროვნული უმცირესობების მიმართ, აძლიერებს პრონაციონალისტურ იდეოლოგიას და კრიტიკას რუსეთში. „უკრაინის ომმა საშუალება მისცა ყველაზე აგრესიული მედიის წარმომადგენლებს, გაეერთიანებინათ თავიანთი იდეოლოგია და დაეპროექტებინათ იგი როგორც უკრაინელ ხალხზე, ასევე თავად რუსეთში არასლავურ უმცირესობებზე. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, გაძლიერდება, რადგან ომი გრძელდება და შეაღწევს რუსეთის ინტერიერში მომავალი წლების განმავლობაში“,- აღნიშნულია ანგარიშში. ანალიტიკოსების თქმითვე, რუსი ოფიციალური პირები რეკრუტირებისა და შეიარაღებული ძალების ფორმირებისთვის სამიზნეებად მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებს განიხილავენ. როგორც ISW წერს, ბედის ირონიით, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ ხალხს აკისრებენ უკრაინაში „რუსიფიკაციის“ კამპანიის ტვირთს. ამასთამ ანალიტიკოსებს, მოჰყავთ რასიზმის და ქსენოფობიის რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც:
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)