|
2023-04-12 12:24:04, 870 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს კოენ დევიდსეს შეხვდა
მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოენ დევიდსემ ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში გამართული შეხვედრისას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, პარტნიორობის სამი ათწლეულის მანძილზე, მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ზრდასა და მოდერნიზაციაში. „აღინიშნა, რომ პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა განვითარების საერთაშორისო ასოციაციაში (IDA) საქართველოს, როგორც დონორი ქვეყნის გაწევრიანება. შეხვედრაზე მიმოიხილეს მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრები და საშუალოვადიან პერიოდში ქვეყანაში დაგეგმილი რეფორმები, საერთაშორისო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოსა და განსაკუთრებით რეგიონში არსებულ გამოწვევებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)