09:11 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 21:04:06, 899 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და მემორანადუმის გაფორმების შესახებ გადაწყვეტილება 2022 წლის ივლისში საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელზედაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისათვის კონკრეტული ინიციატივები განიხილეს.

მემორანდუმი საქართველოსა და პორტუგალიას შორის თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის, ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, მართლმსაჯულების დიგიტალიზაციის, დანაშაულის პრევენციის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის. ამ მიზნით მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამების შემუშავებას, აგრეთვე, ერთობლივი სემინარების, სასწავლო ვიზიტებისა და სამართლებრივი ფორუმების ორგანიზებას.

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის მინისტრებს შორის შეხვედრა. რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები და სამომავლო ინიციატივები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ცოტნე ზურაბიანი.

პორტუგალიაში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან. დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი პენიტენციურ დაწესებულებასა და იუსტიციის ცენტრში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics