|
2023-04-11 15:07:20, 2023 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 14 244 დაშავდა
რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 8 490 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 14 244 დაშავდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რუსული ძალების თავდასხმის ქვეშ დაფიქსირდა, მათ შორის 3 927 ადამიანი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაიღუპა, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. „OHCHR თვლის, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ფერხდება ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დაუდასტურებელია“,- აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში. ამასთან, გაეროს საგამოძიებო ორგანომ გასულ თვეს დაადგინა, რომ რუსეთის ძალებმა უკრაინაზე "განურჩეველი და არაპროპორციული" თავდასხმები განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ თავად რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიზმანმიმართულ და სასტიკ მოპყრობას უარყოფს. OHCHR-ის ცნობითვე, ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლუგანსკის, ქალაქ მარიუპოლში და დონეცკის ოლქის ქალაქებში - ლისიჩანსკში, პოპასნაისა და სევეროდონეცკში დაიღუპა და დაშავდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)