09:11 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 23:45:21, 1397 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პოლონეთში ვიზიტი დაგეგმილი იყო ჯერ კიდევ ათი დღის წინ, გამოგონილი ისტერიკის გამო ვწუხვარ

ჩვენი ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ვწუხვარ გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის გადასაცემ ჯილდოს და ამის პარალელურად იმართება შეხვედრები, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას უკავშირდება.

"ჩვენი ოფიციალური ვიზიტი, პოლონეთში, პოლონეთის მიერ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი, ჯერ კიდევ 10 დღის წინ ...  ჩვენი ვარშავაში ვიზიტი უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილისთვის გადასაცემ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს

მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ ჯილდოს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მაღალი თანამდებობის პირები. ამის პარალელურად, ცხადია გვაქვს შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და პერსპექტივას.

ვწუხვარ, გამოგონილი ისტერიკის გამო, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოა. არაანაზღაურებადი, ოფიციალური მივლინებით ვიმყოფებით პოლონეთში და შესაბამისად, უმარტივესად შეეძლო ენახა, იმ ადამიანებს ვინც კონკრეტულ საკითხზე მუშაობდა.

ნორვეგიაში მიღებული ჯილდო უმწვავესად და მტკივნეულად მიიღო რუსულმა ოცნებამ და იქიდან რამდენიმე დღეში, მაქვს პატივი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, ჯილდოს გადაცემის ცერემონიას დავესწრო", - განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics