|
2023-04-10 23:02:56, 1304 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - ვცდილობ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ პესიმისტურად ვარ განწყობილი
მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ განაცხადა. ფოტიგა ასევე გამოეხმაურა მოსამართლეების დასანქცირების თემას და განაცხადა, რომ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივა ევროკავშირშიც გაიზიარონ. "მე ყველანაირად ვცდილობ, რომ საქართველოს ევროსტრუქტურებში გაწევრიანებას მხარი დავუჭირო, მაგრამ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის ომზე უკრაინაში. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დასუსტება სრულიად შეცვლის ბალანსს მთელ რეგიონში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. მე ევროპარლამენტში ვმუშაობ და გვინდა ასევე წამოვაყენოთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა პატიმრობის დროს. რეზოლუცია, რომელიც მას ეხებოდა, დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული ევროპარლამენტში. ამას მოჰყვა ძალიან მაღალი რანგის დიპლომატიური ნოტა საქართველოს ხელისუფლებისადმი, იმიტომ რომ ის წარდგენილ იქნა ევროკავშირის ელჩის მიერ, ისევე როგორც ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიერ. რაც შეეხება მოსამართლეების დასანქცირებას, აშშ-სგან განსხვავებით ევროკავშირი არ არის ერთი ქვეყანა და ერთი მთავრობა. ამიტომ, მსგავსი გადაწყვეტილება მოითხოვს რამდენიმე ქვეყნის ერთსულოვნებას, რაც ოდნავ უფრო რთული მისაღწევია. მიუხედავად ამისა, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც ექნება ანალოგიური რეაგირება", - განაცხადა ფოტიგამ. შეგახსენებთ, 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



