|
2023-04-10 15:03:38, 859 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი რესპუბლიკურზე - შემოთავაზებულ პროექტს მივესალმები და მჯერა, რომ ქვეყანას ექნება ძლიერი ბაზა
„წლების წინ, აქ ჩამოსული იყვნენ ჩვენი უცხოელი კოლეგები და როდესაც ეს კლინიკა (რესპუბლიკური) შეისწავლეს, მათი აზრიც ასეთი იყო, რომ მისი რეაბილიტაცია ძალიან რთული იქნებოდა და რჩევაც, რომ აქ აშენებულიყო ახალი საავადმყოფო”, - აღნიშნულის შესახებ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერმა განაცხადა. ზურაბ ორჯონიკიძემ, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით, საავადმყოფოს განვითარებას მიესალმება. „ჩემი აზრით, ეს კლინიკა ყოველთვის უნდა იყოს სამედიცინო უნივერსიტეტისა და ქვეყნის ძირითადი ბაზა, ექიმების მომზადებისთვის. დღევანდელ პრობლემასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ 2025 წლისთვის, ახალი მოთხოვნები იქნება კლინიკებთან დაკავშირებული, რომლის დაკმაყოფილება ქვეყანაში სულ რამდენიმე კლინიკას თუ შეუძლია. რაც შეეხება შემოთავაზებულ პროექტს, მე მივესალმები და მჯერა, რომ ეს განხორციელდება და რამდენიმე წელიწადში, ქვეყანას ექნება ძლიერი ბაზა”, - განაცხადა თსსუ-ს კანცლერმა, ზურაბ ორჯონიკიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)