15:20 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 11:28:24, 585 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს კლუბი „არმია“ ფუტსალის ლიგის გამარჯვებულია

თავდაცვის სამინისტროს კლუბმა „არმიამ“ ფუტსალის ლიგის თასის ფინალში გაიმარჯვა. თავდაცვის უწყების ცნობით, “არმიამ” მოწინააღმდეგე “სპორტუნი” ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

ფუტსალის ლიგის თასის ფინალში თავდაცვის სამინისტროს კლუბი “არმია” პირველად გავიდა. 

"ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშების ფინალს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გულშემატკივართა შორის იყვნენ ქართველი ჯარისკაცებიც. თამაშის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა. 

ფუტსალის ლიგის თასის გათამაშება ყოველ წელს იმართება და ტურნირში უმაღლესი ლიგის გუნდები მონაწილეობენ", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics