|
2023-04-09 18:16:01, 764 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა საკურას ყვავილობის აღსანიშნავად სტუმრებს უმასპინძლა
საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა საკურას ყვავილობის აღსანიშნავად სტუმრებს უმასპინძლა. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, საკურას ყვავილობის ღონისძიება ტრადიციული იაპონური ჩაის ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე უძღვებოდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია, თემატური ხელნაკეთი ნივთების, იაპონური ტრადიციული სამოსისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ შესრულებული, იაპონურ თემატიკის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. დამთვალიერებლებს ასევე ჰქონდათ სუშის მომზადების მასტერკლასზე და იაპონური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენაზე დასწრების შესაძლებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)