15:20 - 20 Aug, 2026
|
2023-04-09 15:44:19, 827 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილი, როგორც ერის ერთიანობისა და თავისუფლების სიმბოლო კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 34 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასობით ადამიანი დაშავდა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)