09:03 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 18:11:13, 888 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება, რომ იმსჯელო

საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება, რომ იმსჯელო,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ არ იქნება მტკიცებულება, მაშინ  ეს გადაწყვეტილება შეიძლება, რომ შეფასდეს როგორც უსამართლო.

"თუ არ იქნება მტკიცებულება არცერთი, როგორც დღეს არის, და ეს მოცემულობა გვექნება ჩვენ განგრძობითად, მაშინ თავისუფლად შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეფასდეს როგორც უსამართლო და კატეგორიულად მიუღებელია. ამაზეა დამოკიდებული საგამოძიებო კომისიის შექმნაც. საგამოძიებო კომისია რომ შექმნა, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს, რაზეც შეიძლება, რომ იმსჯელო",- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

ამასთან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენლებმა 6 აპრილს, საგანგებო ბრიფიგზე განაცხადეს, რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში მიმართავდნენ. 

გარდა ამისა, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics