|
2023-04-08 17:48:36, 879 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევოლუციური გზით და მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს - ძალიან ცდება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული ოპოზიციური ძალები კანდიდატის სტატუსის თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. დედაქალაქის მერის თქმით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, თუმცა კანონის გვერდის ავლით, ქვეყანაში არეულობის გამოწვევისკენ მიმართული ქმედებებზე სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. „ეს ადამიანები არ მალავენ იმ ზრახვებს, რაც აქვთ - ქვეყანაში მოაწყონ დაპირისპირება, არეულობა. ერთ-ერთს ინტერვიუში წამოცდა და გააჟღერა იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც აქვთ ჩაფიქრებული კანდიდატის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით. ასეთი რამ თქვა - აი, დეკემბერში, როდესაც სტატუსს არ მოგვცემენ, ეს ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ვიცით, ჩვენ ამ სტატუსს რისთვის იყენებენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრჯერ მითქვამს - ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებდით სტატუსის მიღებას. იმ ქვეყნებს შორის, ვისაც რეალურად ჰქონდა რაღაც გაკეთებული და წინგადადგმული ნაბიჯები, ეს იყო საქართველო. გულდასაწყვეტია, ის რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მეორე მხრივ, საზოგადოებასაც ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს აქვთ თემად აწეული, რომ თუ სტატუსს არ მოგვცემენ დეკემბერში, უნდათ გამოიყენონ ქვეყანაში არეულობის მიზნით, დაპირისპირების მიზნით და ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, ამ ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ, პარტიას, ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები გამოხატოს, დააფიქსიროს ამა თუ იმ ფორმით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც დაპირისპირებით, რაღაც რევოლუციური გზით, მთავრობის დამხობით რაიმეს მიაღწევს ამ ქვეყანაში, ძალიან ცდება. ასეთ ქმედებებს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან, ყოველთვის მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ქვეყანაში შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, მშვიდობა რომ მოხდეს ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



