09:03 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 17:45:11, 856 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია

აშშ-ს მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა,

მისი თქმით, აშშ არ განმარტავს გადაწყვეტილების მიზეზს. 

„სამწუხაროდ, გამოსაძიებელი არაფერია. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვასანქცირებთ ადამიანებს, არ გავცემთ ვიზას კონკრეტულად ამ ოთხ ადამიანზე და ვერ შევლენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა არ გვეუბნებიან რა არის ამის მიზეზი“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, პარტნიორობა და მეგობრობა ცალმხრივი ვერ იქნება.

„ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საინტერესო იყოს, თუმცა, როდესაც ვისმენთ ასეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ აქვს არანაირი არგუმენტაცია და მტკიცებულება, ეს ძალიან სამწუხაროა“,- დასძინა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

ამასთან, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმოამდგენლებმა 6 აპრილს, საგანგებო ბრიფიგზე განაცხადეს, რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში მიმართავდნენ. 

გარდა ამისა, ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics