|
2023-04-07 14:50:27, 897 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა
თუ კარგად დააკვირდებით, ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, საქართველოს უარი უთხრეს მაშინ, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი "კორუფციაში ჩამხრჩვალ" უკრაინას და "კომუნისტურ" მოლდოვას" მიანიჭეს. "თუ კარგად დააკვირდებით, ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა. იყენებენ ამას. ქართველ კაცს უნდა წესიერი ცხოვრება. არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან - აი, რუსული მთავრობა, თვითონ რუსები, თვითონ რუსები როგორ იქცევიან. სანამ ევროკავშირში კანდიდატობაზე საუბარი წავიდოდა, პირდაპირ ვთქვი, უარს რატომ გვეტყოდნენ - რომ გეოგრაფია არ გვიწყობდა ხელს. გამოვიდა ფრანგების პრეზიდენტი მაკრონი და ბრძანა ასე. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია და მიიღონ, ისიც მიიღონ - არავისი არ გვშურს. ჩემთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ, თუ არ მიღებ?" - აცხადებს მეუფე იაკობი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)