21:50 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-07 13:35:23, 812 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი სააკაშვილზე - ან ციხეში ან საქართველოში რაში სჭირდება ვინმეს - ყოველთვის დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო

ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება ეგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, სააკაშვილი დღესაც უკრაინის მოხელეა.

"როგორია ახლა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, 30-საუკუნოვანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, წახვიდე იქ და იმის გამო, რომ გუბერნატორი გახდე და ფული იშოვო, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და სადღაცა, რაღაც ქვეყანაში, თუნდაც უკრაინაში გუბერნატორობ. მერე კარგად გვახსოვს, ასტრიდ ლინდგრენი და ისინი გამახსენა, კარლსონი და ისინი გამახსენა, სახურავებზე რომ დარბოდა, მერე როგორ შემოიყვანეს მანამდე ევროპარლამენტარებმა. მერე ზელენსკის დროს, დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე, კაცო, თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს რა?  ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება ეგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარი იყო ყოველთვის", - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics