16:56 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 12:47:35, 738 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოიხსნა

მეხორბლე ფერმერებისთვის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - 6 აპრილიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოების გაზრდილი რისკის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლისა  ექსპორტის დროებით შეზღუდვის დაწესებასთან  დაკავშირებით.

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების, მათ შორის, ხორბლის დეფიციტის რისკი არ დგას,  მთავრობამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება - ექსპორტზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა მოხსნილია.

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ მოსავლის რეალიზაცია მოახდინონ, როგორც საერთაშორისო, ასევე, ადგილობრივ ბაზრებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics