08:40 - 15 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 01:41:44, 1405 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის საგარეო: დასავლეთის მცდელობა, თბილისს მეორე ფრონტი გაახსნევინოს, მიუღებელია

საერთაშორისო ჟენევის დისკუსიის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი უძღვებოდა, თქვა, რომ მიუღებელია კონფრონტაციის უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადატანის მცდელობები, კერძოდ თბილისის მიმართ მოწოდებები ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნის შესახებ.

"ცალკე გაესვა ხაზი დასავლეთის მცდელობების მიუღებლობას, კონფრონტაციის ლოგიკა უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ, რაც გამოიხატება თბილისის მიმართ პროვოკაციულ მოწოდებებში, გახსნან "მეორე ფრონტი" რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში". – ნათქვამია რუსეთის დელეგაციის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ვითარების განხილვის დროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტი წარმომადგენლებისა და თბილისის მხრიდან თავშეკავების გაგრძელების განწყობა დაფიქსირდა.

"შედეგად, ვითარება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთოსურ სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია. სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. ჟენევის პლატფორმის მუშაობის პაუზის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა დიალოგის მხარდაჭერა მოლაპარაკების სხვა გზებზე, მათ შორის "ცხელი ხაზებით" და ინციდენტებზე რეაგირებისა და აღკვეთის მექანიზმის ფარგლებში საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე, მაგალითად ერგნეთში", – ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics