|
2023-04-05 17:15:57, 1474 ნახვა
სამართალი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბადრი ესებუას 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. "დამნაშავედ რამდენად ვცნობ თავს, არ ვიცი, მაგრამ იარაღი ჩემი იყო და დანაშაული არ ჩამიდენია, მე ასე ვფიქრობ“,- განაცხადა ბადრი ესებუამ. ცნობისთვის, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად 10-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა, თუმცა თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბადრი ესებუა ორ წლიანი ძებნის შემდეგ, 8 თებერვალს სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში დააკავა. 9 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ბადრი ესებუას ბრალი ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტზე წარუდგინა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი). აღნიშნული ბრალი ესებუამ მხოლოდ, 30 მარტის სასამართლო სხდომაზე აღიარა.
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
პროდუქტებზე ფასდაკლების პორტალი Ekalata.gov.ge უკვე Android-ისა და iOS-ის მობილურ აპლიკაციებშია ხელმისაწვდომი
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
შსს მიშო სულუხიას წარსულში ნასამართლეობაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი ჩხრეკის მიზეზი იყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)