|
2023-04-05 13:59:36, 689 ნახვა
საზოგადოება
ხმალაძე - არავის თავში არ მოსვლია მითითება, რომ რუსულ მანქანაზე ჯარიმა არ გამოწეროს, ეს არის ტყუილი
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ მედიასთან საუბრისას სრული სიცრუე უწოდა გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი რუსულნომრიან ავტომანქანებს არ აჯარიმებს. ირაკლი ხმალაძის თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საათობრივი პარკირების სისტემას არა აქვს წვდომა უცხოურ პერსონალურ მონაცემებთან, განსხვავებით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მისივე თქმით, მძღოლის დაჯარიმების შესაძლებლობა პარკირების ოპერატორ კომპანიას მხოლოდ მძღოლის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში გააჩნია. „არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მითითება აქვთ თანამშრომლებს, რომ უცხოური და განსაკუთრებით, რუსულნომრიანი მანქანები არ დააჯარიმონ. ეს არის სრული ტყუილი. საათობრივი პარკირების სისტემა ახალი აწყობილია და პარკირების ოპერატორ კომპანიას არ აქვს წვდომა უცხოეთიდან შემოსულ მანქანებზე, არა მხოლოდ რუსეთიდან, ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან უცხოურ ნომრებზე, პერსონალურ მონაცემებზე დაშვება საერთოდ არ აქვს. რეალურად, მანქანას ხომ არ აჯარიმებ, აჯარიმებ ფიზიკურ პირს, ვინც არის მესაკუთრე. შესაბამისად, იმ ელექტრონული მოწყობილობებით, რომელსაც ფლობენ ჩვენი ოპერატორები, ვერ იღებენ ინფორმაციას უცხოური მანქანების მფლობელის ან შემომყვანის შესახებ. როდესაც მძღოლი ადგილზე არაა, ვერ ხდება ამ მონაცემების მიღება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას აქვს წვდომა აღნიშნულ ინფორმაციაზე და მხოლოდ ისინი აჯარიმებენ. თუ მძღოლი ადგილზე იმყოფება, ჯარიმა ჩვეულებრივ გამოიწერება. კატეგორიულად გამოვრიცხავ და მცდარია ინფორმაცია ჯარიმების არგამოწერასთან დაკავშირებით. ეს არის ტყუილი და ჩემი აზრით, ამ ვიდეოს გამავრცელებელმა ცოტა მეტი სოციალური და საჯარო პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, როცა ასეთი ნარატივით ინფორმაციას ავრცელებს. მსგავსი ინსტრუქცია არ არსებობს, არავის თავში არ მოსვლია, რომ რუსულ მანქანას ჯარიმა არ გამოუწეროს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა. ირაკლი ხმალაძის თქმით, მზადდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მუნიციპალიტეტს უცხოურნომრიანი ავტომანქანების მძღოლების დაჯარიმებას შესაძლებელს გახდის. „ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე და არა მხოლოდ საკანომდებლო ცვლილებებზე, ელექტრონული ბაზების, ასე ვთქვათ, „დამეგობრებაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა ჩვენც მივიღოთ მონაცემები უცხოურნომრიან ავტომანქანებზე და შევძლოთ ჯარიმების გამოწერა ისეთ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი ადგილზე არ იმყოფება,“- განცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)