|
2023-04-05 08:55:57, 1871 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები
საქართველო ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზის გზაჯვარედინზეა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ავრცელებენ. თანამომხსენებლები გავრცელებულ განცხადებაში უთითებენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი ევროპულ ინტეგრაციას იმსახურებს. „საქართველო ევროპული ქვეყანაა. ქართველები ევროპელები არიან, როგორც ამას საქართველს პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ გაუსვა ხაზი 1999 წელს, ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს და დაუღალავად ვმუშაობდით საქართველოს ევროპის ინსტიტუციურ ჩარჩოში სრული ინტეგრაციისთვის, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. მას შემდეგ, რაც საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს, ბევრი რეფორმის იმპლემენტაცია მოხდა და მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყნის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის ინსტიტუტების მოსაყვანად ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია თანამომხსენებლების განცხადებაში. თანამომხსენებლები გამოთქვამენ შეშფოთებას „იმ ფაქტის გამო, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივისთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესი, როგორც ჩანს, აშკარად შეყოვნდა“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 პრიორიტეტული მიმართულება ახალი არაა ქვეყნისთვის და ისინი დიდწილად ემთხვევა რეფორმების პრიორიტეტებს, რომლებიც ასახულია ასამბლეის ბოლო რეზოლუციაში საქართველოს შესახებ. "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ ძალას, გადალახონ უკიდურესი შუღლი და პოლარიზაცია და ერთად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს... აქტიური და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ის არსებობს საქართველოში, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციონალური დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მტკიცედ დაგმონ და საჭიროების შემთხვევაში, გამოიძიონ ეს თავდასხმები, რომელთა მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დადუმება და სტიგმატიზაცია. საქართველომ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობა. საჭიროა ყოვლისმომცველი რეფორმა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეოლიგარქიზაციის კანონის კონტექსტში. ეს პროექტი და მისი ე.წ. პერსონალური მიდგომა, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და შეიძლება პოლიტიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენება მოჰყვეს... რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლოს, დაეყრდნოს ნეიტრალურ, სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას. მიუკერძოებელი უცხოელი ექიმების დასწრება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მოვუწოდეთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ოჯახს, სწრფად მიაღწიონ კონსენსუსზე დაფუძნებულ შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფდა უცხოელი ექიმების დაშვებას, რომლებიც სააკაშვილის მკურნალობის დახმარებაში ჩართვისთვის მზად არიან“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელეს. ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.
კრემლმა შესთავაზა შეერთებულ შტატებს ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფა, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო
მიტროპოლიტ იობის გინების გამო, შსს-მ ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
საბა ლაზიშვილმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო
ორბანის წინააღმდეგ გამოძიების ფარგლებში, თითქმის 20 მილიონი დოლარის ფარული ფონდი აღმოაჩინეს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



