05:54 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 15:30:31, 987 ნახვა

საზოგადოება
საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისმა კომისიამ 2022-23 წლების სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა განიხილა

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის 2022 წლის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია მოისმინეს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომაზე, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით ჩატარდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პრეზენტაცია მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და ღონისძიების განხორციელების მიმდინარეობას საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიხედვით.

"კომისიის სხდომაზე აგრეთვე განიხილეს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგები საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებებთან დაკავშირებით და ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის მიმდინარეობა, ასევე ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების კუთხით დღეისათვის არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები.

კომისიის სხდომას დაესწრნენ საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირები.

საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია ჩამოყალიბდა 2023 წლის 4 აპრილს საქართველოს მთავრობის №353 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics